|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი დაიღუპა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, იარაღი ძმას გაუვარდა და მეორე ძმას მოხვდა.

ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდათ, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი