|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში შპს „ხარება“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს „ხარება“ დაათვალიერეს- ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. 
 
 
კომპანია "ხარებამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება.
 
საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 9 ახალი საწარმო შეიქმნა და 86 გაფართოვდა.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა