|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თერჯოლაში ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება"

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რთველი  ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. გამგებლის თეიმურაზ ჯაფარიძის განცხადებით, თერჯოლა მცირემიწიანი რეგიონია და მოსავალიც არ არის დიდი. 

"იმერეთი მცირემიწიანი რეგიონია და მოსავალიც არ არის დიდი, ამასთან ყურძნის 20% გვალვამ გააფუჭა. რაც შეეხება რთველს,  ყურძენს ჯერ სიმწიფე აკლია და სავარაუდოდ 10 ოქტომბრიდან დაიწყება", –განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, იმერეთში ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ იქნება, რადგან უკვე არიან დაინტერესებული კომპანიები, "მეღვინეობა ხარება"და "ბაგრატიონი", რადგან  ციცქა და  ცოლიკაური შუშხუნა ღვინოს დასამზადებელი მასალაა. ჯაფარიძის განცხადებით, იმერეთში სუფსიდირება საჭირო არ არის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა