|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაბმული დედა და ნაცემი შვილი - თერჯოლაში ყაჩაღობა მოხდა

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში,  დოღონაძეების ოჯახში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი ყაჩაღურად შეიჭრა. დამნაშავეებმა ოჯახის დიასახლისი დააბეს, მის 18 წლის შვილი  კი ხელკეტებით სცემეს.

ყაჩაღობის შედეგად ოჯახიდან, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 ბეჭედია წაღებული. როგორც დაზარალებულები ყვებიან, დამნაშავეებმა მანქანის ხმა გაიგონეს, შეშინდნენ და გაიქცნენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმესთან დაკავშირებით  დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არაა.

წყარო: რუსთავი 2

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა