|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრ ხიდთან" მეორე სასტუმრო 2 თვეში გაიხსნება"

მეორე ასეთივე დონის სასტუმრო ქუთაისში 2 თვეში გაიხსნება -ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დღეს ბრენდირებული სასტუმროს გახსნისას განაცხადა.

სამვარსკვლავიანი სასტუმრო Best Western Kutaisi ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრემიერმა და მთავრობის წევრებმა გახსნეს.

ქალაქის მერმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არანაკლები დონის სასტუმრო 2 თვეში რიონის მეორე სანაპიროზე გაიხსნება. მერის თქმით, სასრუმრო 40 ნომრიანი იქნება. შოთა მურღულიამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სასტუმრო არ ჩამოუვარდება დღეს გახსნილს.

"თეთრის ხიდის" მიმდებარედ წლების წინ განხორციელებული რეაბილიტაციის ფარგლებში აშენებული შენობების ნაწილი ამ დრომდე უფუნქციოდ რჩებოდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი