|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია "თეთრი ხიდის" სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სასამართლოში უჩივლებს

ქუთაისის მერის მიერ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისათვის მიცემული ხუთდღიანი ვადა ამოიწურა. მერიამ კომპანია "ალმა რუს საქართველოს" ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა, ამასთან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დარიცხული თანხის ნაწილის უკან დაბრუნება მოთხოვა. 

 მერია  კომპანიისაგან გადარიცხული თანხიდან 185 ათასი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს, რისთვისაც კომპანიას 5 დღის ვადა მისცა.  მერის ინფრასტრუქტურის სამ,სახურის უფროსის ბექა ყურაშვილის თქმით, ამის შესახებ კომპანიას 5 დეკემბერს ეცნობა.

ყაზახური კომპანიის ფილიალის " ალმა რუს საქართველოს" წარმომადგენელი  ზურაბ ყურუა ნიუპრესის კითხვაზე,  აპირებს თუ არა მერიის მოთხოვნის შესრულებას, არ პასუხობს და მოუცლელობას იმიზეზებს. 

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიას თანხა უკან არ დაუბრუნებია და მერია სასამართლოს მიმართავს.

"მე ვესაუბრე საფინანსო სამსახურის უფროსს დავით ნიშნიანიძეს,  როგორც მან მითხრა, ამ დროისათვის თანხა ანგარიშზე დარიცხული არ არის. შესაბამისად, მომზადდება სარჩელი და მოკლე ხანში მივმართავთ სასამართლოს ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნით"- განუცხადა  ნიუპრესს მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კომპანია "ალმა რუს საქართველოს"  294 900 ლარი გადაურიცხეს.

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა