|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისელების ჩართულობით, რეგიონებში 100 უფროსკლასელი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ლეპტოპებს მიიღებს [R]

პროგრამის -  #თიბისიშენთვის ფარგლებში, თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდება. 

პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობენ და არ აქვთ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სრულფასოვნად შეძლონ დისტანციურად სწავლა, პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე მათი ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარება. 

„არსებულ რეალობაში ციფრული განათლება ერთდრულად გამოწვევა და ახალი შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობისთვის. გვსურს, იმ უფროსკლასელებს, რომელთა ოჯახებსაც კომპიუტერულ ტექნიკასთან და ინტერნეტთან არ აქვთ წვდომა, გავუმარტივოთ ცხოვრება და საშუალება მივცეთ, სასწავლო პროცესში შეუფერხებლად და სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები. თიბისის ბევრი აქტივობა აქვს ამ მიმართულებით დაგეგმილი, რაც ადამიანებს შექმნილი ვითარების გადალახვაში დაეხმარება.“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

პროგრამა #თიბისიშენთვის COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა. მისი მიზანია ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივება.

 

მხარდაჭერის პროგრამა 2 კომპონენტისგან შედგება: სოციალური დახმარების ინიციატივები, სადაც აქცენტი დისტანციური  განათლების ხელშეწყობაზე, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე გაკეთდება; ასევე, თანხა ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯის შესამსუბუქებლადაც გამოიყოფა.

ავტორი: ნიუპრესი