|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი სტატუსი და ისთერნ პრომოუშენსი თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს წარმოგიდგენთ [R]

25-28 მარტს თბილისი რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები არიან, როგორებიცაა: 5 გრემის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი დაიან რივსი, ჯაზის ლეგენდები კენი ბარონი, დეივ ჰოლანდი და ჯონათან ბლეიქი, ბრიტანეთის ამომავალი ვარსკვლავი, ევროპის საფესტივალო სეზონის ყველაზე მოთხოვნადი არტისტი აიანა უიტერ-ჯონსონი.

ტრადიციულად, წლევანდელ ფესტივალში ჯაზ-ლეგენდებთან ერთად სხვადასხვა თაობის ქართველი ჯაზ-შემსრულებლებიც მონაწილეობენ. მსმენელის წინაშე უახლესი პროექტებით წარდგებიან გუჯა მარდინის კვარტეტი, ლუკა თოფურიას კვარტეტი, რეზო კიკნაძის სიქსტეტი და გია რაქვიაშვილის ტრიო.

თბილისის 23-ე ჯაზ-ფესტივალს 25 მარტს რუსთაველის თეატრში ბრიტანელი ჯაზ-მუსიკოსის აიანა უიტერ-ჯონსონის კონცერტი გახსნის, რომლის შემდეგაც მსმენელის წინაშე წარდგება  კენი ბარონისა და დეივ ჰოლანდის ტრიო. ამავე დღეს, საფესტივალო ჯაზ-საღამოს კლუბ „ზინგერში“გუჯა მარდინის კვარტეტი დაასრულებს.

26 მარტს, რიგით მეორე საფესტივალო დღეს, კლუბ „ზინგერში“ ლუკა თოფურიას კვარტეტის კონცერტი გაიმართება, ხოლო 27 მარტს მსმენლის წინაშე რეზო კიკნაძის სიქსტეტი წარდგება.

რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალს 28 მარტს რუსთაველის თეატრში ლეგენდარული დაიან რივსი დახურავს, რომელიც მსმენელის წინაშე ბენდთან ერთად წარდგება. 

ბოლო საფესტივალო დღეს მეორე კონცერტიც გაიმართება -  კლუბი „ზინგერი“ ამჯერად გია რაქვიაშვილის ტრიოს უმასპინძლებს.

ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის ვირტუოზები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. პირველ მასტერკლასს 26 მარტს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აიანა უიტერ-ჯონსონი გამართავს, ხოლო 28 მარტს რუსთაველის თეატრში სპეციალურად ქართველი სტუდენტებისთვის დაიან რივსი ღია რეპეტიციას ჩაატარებს და მომავალი ვოკალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს. 

თბილისის რიგით 23-ე ჯაზ-ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.

ჯაზ-ფესტივალში მონაწილე არტისტების მასპინძელია „შავი ლომი“.

ფესტივალის მედიამხარდამჭერები: მარკეტერი, ნეტგაზეთი, რადიო ფორტუნა, Financial.

ბილეთები იყიდება www.tkt.ge-ზე. თიბისი სტატუს ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

ავტორი: ნიუპრესი