|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა [R]

Impact Hub Tbilisi-ს და Coda Story-ს ორგანიზებით და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ZEG – Tbilisi Storytelling Festival - რეგიონში ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალმა სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები გააერთიანა, რომლებმაც აუდიტორიას ამბის გადმოცემის თავიანთი უნიკალური ხერხები გაუზიარეს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია - ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაცფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართა.

სამდღიან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა, ისე მოწვეულმა სპიკერებმა, მათ შორის 29 უცხოელმა სტუმარმა: Warner&Bro's Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი - ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი - სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა "მასტერკლასის" დამფუძნებელი - აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი - ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი - ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival-მა გააერთიანა შეხვედრები, ვორქშოფები, დისკუსიები და საუბრები. სპეციალურად ჟურნალისტებისათვისმასტერკლასები და ვორქშოფები ჩატარდა. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ „სთორითელინგის" როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს გაცნობოდნენ.

ფესტივალის ფარგლებში 2 შეხვედრა სპეციალურად თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის ჩატარდა. პირველ შეხვედრაზე ჯო საბიამ და აარონ რასმუსენმა ძირითადი საქმიანობის პარალელურად, დამატებითი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მეორე შეხვედრაზე კი ტომას დვორჟაკმადა ინეკე სმიტმა მათი საერთო პროექტი - "Khidi - The Bridge" გააცნეს აუდიტორიას, რომელიც დვორჟაკის ავღანეთში გადაღებულ ქართველი სამხედროების ფოტოებსა და ინეკე სმიტისა და იერონ სტოუტის მხატვრული ფილმის სცენარს აერთიანებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა