|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით Starring Georgia 2024 მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს

თიბისის და VISA-ს მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ორგანიზებით, Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების OneRepublic-ის, Scorpions-ის და Jungle-ის კონცერტები გაიმართება. 

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 10 მაისს აიღებს სტარტს:

 

  • 10 მაისი – OneRepublic (Black Sea Arena)
  • 31 მაისი – Scorpions (Black Sea Arena)
  • 18 აგვისტო – Jungle (Black Sea Arena Front Stage)

 

 

Starring Georgia-მ 2023 წლის სეზონზე საქართველომ არაერთ მსოფლიო მასშტაბის ვარკსვლავს უმასპინძლა. როგორც თბილისში, ასევე შეკვეთილში, მსმენელს საშუალება ქონდა მოესმინა ისეთი ცნობილი მუსიკოსებისთვის როგორებიც არიან: „Bruno Mars“, „Imagine Dragons “„The Killers“, „Damian Lazarus“, “All Day I Dream“.

 

თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში მუსიკალური კულტურის  პოპულარიზაცია და მსოფლიო ვარკსლვავების ქართველი მსმენელებისთვის უფრო ახლოს გაცნობაა. სწორედ ამიტომ, თიბისი უკვე მეორე წელია Starring Georgia-ს პარტნიორია და მათთან ერთად, დაუვიწყარ დღესასწაულს და საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს.

 

დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვა 29 მარტიდან ეტაპობრივად დაიწყება. ბილეთების თიბისის VISA ბარათით შეძენისას ისარგებლებთ სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა