|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“თიბისის” სტუდენტური ბარათით სარგებლობა ჩემთვის დიდი კომფორტია”- სტუდენტი მერი ლობჟანიძე

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში "თიბისის" სტუდენტური ბარათით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. იმისათვის რომ სტუდენტებმა დაწესებული საშეღავათო პირობებით ისარგებლონ საჭიროა ისინი ფლობდნენ, “თიბისი” ბანკის სტუდენტურ ბარათს, რომელიც მათ უფასოდ გადაეცემათ. ამ შემთხვევაში  ბარათის მფლობელები სპეციალური საშეღავათო ტარიფით სარგებლობენ, მათთვის მგზავრობა განახევრებული ფასი- 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრია. 

სტუდენტებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დღეში რამდენჯერმე უწევთ, ამიტომ სიახლე მათთვის სასიხარულოა.  

როგორც ჩვენთან საუბრისას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა მერი ლობჟანიძემ აღნიშნა სერვისი ყველა სტუდენტისთვის  ხელმისაწვდომი და საჭიროა.

მერი ლობჟანიძე რამდენიმე თვეა “თიბისის” სტუდენტური ბარათით სარგებლობს და ამბობს რომ მისთვის ბარათით სარგებლობა  დიდი კომფორტია.

“მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი  ცვლილებაა სტუდენტებისთვის. დღის განმავლობაში ხშირად გვიწევს გადაადგილება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. წლებია ქუთაისში სტუდენტები საშეღავათო ტარიფს ვითხოვთ და ახლა უკვე შეგვიძლია იაფად და კომფორტულად გადაადგილება. ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით სტუდენტების საშეღავათო ტარიფით სარგებლობა. მიხარია, რომ ქუთაისში შესაძლებელია აღნიშნული სერვისით სარგებლობა. უკვე “თიბისის” სტუდენტური ბარათით  ვსარგებლობ, რაც ცხოვრებას მიმარტივებს”, - აღნიშნავს სტუდენტი.  

სიახლე ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით 14 ივლისისდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებზე გავრცელდება.

საშეღავათო ტარიფი ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე ვრცელდება. 

მათ, ვისაც თიბისის სტუდენტური ბარათი ჯერ არ აქვთ, ბარათის შეკვეთა თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით (032 2 272727), ასევე, თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით შეუძლიათ. სტუდენტური ბარათების დამზადება უფასოა. ხოლო, ისინი, ვინც უკვე არიან თიბისის მომხმარებლები, სტუდენტური ბარათის შეკვეთას ვებ-გვერდზე - www.tbcyouth.ge  შეძლებენ. ბარათის მიღების შემდეგ, შეღავათიანი ტარიფი ავტომატურად, მეორე დღეს ამოქმედდება.

ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისისა და ქალაქის სატრანსპორტო ბარათებით მგზავრობა მიმდინარე წლის მაისიდანაა შესაძლებელი, რაც გადახდის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს და მარტივს ხდის. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა