|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თინა ხიდაშელი სამინისტროების შემცირების ინიციატივით გამოდის

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი რამდენიმე სამინისტროს გაუქმების ინიციტივით გამოდის.

”უსუფაშვილი - რესპუბლიკელების” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, საქართველოს აქვს 18 სამინისტო, შვეიცარიას კი 7 .

”მე არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე 7 სამინისტრო შვეიცარიას. გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქედან, რაც რეალურად ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ მცირე მთავრობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ბოლო 20 წლის, მათ შორის, ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ქვეყანაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტრო არ უნდა არსებობდეს და ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაწილი უნდა იყოს. მისივე თქმით, არსებული ფორმით კრიზისების მართვის საბჭოს არსებობა არის გაუმართლებელი, რადგან აქ არის დუბლირებული უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ფუნქციები. 

”ჩემი აზრით, ასევე ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები ცალკე უწყებები არ უნდა იყოს, როდესაც ორი სამინისტრო ბუნებრივად შექმნილია იმისთვის, რომ ერთმანეთთან მუდმივ კონფლიქტსა და ჩხუბში იყვნენ. სახელმწიფოს ამოცანა ეს არ არის. ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა და თუ ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტრო გაქვს, მაშინ ეკონომიკის განვითარებაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტო უნდა იყოს. ეს სია გრძელია. მარტო სამინისტროებში არ არის პრობლემა. ჩვენ ხომ თითქმის ყველა სამინისტრო დუბლირებული გვაქვს მერე პრემიერის კანცელარიაში. გვაქვს სამინისტროები და ასევე გვაქვს საბჭოები, რომელსაც ზუსტად იგივე ფუნქციები აქვს, რაც სამინისტროებს. ასევე სამინისტროებში გვაქვს დეპარტამენტები, თუ უწყებები, რომელსაც ჰქვია მაგალითად, შიდა აუდიტის სამსახური, გენერალური ინსპექცია (სხვადასხვა უწყებაში სხვადასახვა სახელი გვაქვს), ფინანსური ადმინისტრირების თუ მონიტორინგის სამსახური და ა.შ. გვაქვს სუს-ი, რომელსაც ამ ფუნქციებისთვის ყველა სამინისტროში დანიშნული ჰყავს თავისი „ოდეერები“. მე სულ ვამბობდი, რომ მაშინ „ოდეერებმა“ შეითავსონ ეს ფუნქცია, გავაუქმოთ ეს დეპარტამენტები, ფულიც დაიზოგება და სახელმწიფო უფრო სწრაფად განვითარდება. ასე, რომ სახელმწიფო უწყებებში ბევრი სეგმენტია, რომელიც უბრალოდ არ უნდა არსებობდეს”, - განაცხადა ხიდაშელმა.

 sazogadoega.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა