|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თითოეული საჯარო სკოლა თვითმმართველობიდან წელიწადში 50 000 ლარს მიიღებს"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ  საკრებულოს მაჟორიტარობის სამი კანდიდატი წარადგინა. შეხვედრა მონ პლეზირის თაღთან გამართა.

საკრებულოს მაჟორიტარის მანდატისთვის საფიჩხიაზე გია უკლება, კახიანაურის ოლქში  დავით ბახტაძე,  ხოლო ქალაქ-მუზეუმის ტერიტორიაზე ნიკა ნარსია იბრძოლებს.

ვაშაძემ კანდიდატებისა და ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი არჩევის შემთხვევაში თითოეული საჯარო სკოლა თვითმმართველობიდან წელიწადში 50 000 ლარს მიიღებს.

"ისენი არიან ადამიანები, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავის თავს განახლებულს ტყუილად არ ეძახის. ყველაზე მთავარი საქმე სოციალური სფერო და, რა თქმა უნდა, განათლებაა. განათლების გარეშე ვერც სიღატაკეს დავძლევთ და ვერაფერს მივაღწევთ, 50 000 ყოველ წელს თითოელ საჯარო სკოლას გადაეცემა თვითმმართველობიდან,  თავად განსაზღვროს ამ თანხას როგორ მოიხმარს, არ შეიძლება ქუთაისის ამ დღეში ყოფნა, ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, თუნდაც სხვა პარტიებთან ერთად, რომ ქუთაისს მომავალი გაუჩნდეს",-აღნიშნა ვაშაძემ.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე