|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მალე დადგეს დრო, როცა 26 მაისს გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ"

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ზვიად შალამბერიძის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხდეთ.

"26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლისთვისაც მრავალი ათასი თაობა იბრძოდა, მრავალმა ათასმა ადამიანმა შეწირა სიცოცხლე და გამარჯვებას მაინც მიაღწია, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, რუსული ოკუპაცია ახლაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გვაქვს მოსაპოვებელი. ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღის აღნიშვნა გახადა შესაძლებელი და მადლობა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, საქმიანობდა, მოღვაწეობდა. ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ ", - აღნიშნულია სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებაში.

როგორც რწმუნებულმა აღნიშნა, დღეს სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქუთაისის ოპერის თეატრი, რითაც კიდევ ერთხელ  ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ასევე დიდი როლი აქვს კულტურას, შემოქმედებას, ზოგადად ხელოვნებას.

ავტორი: ნიუპრესი