|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თოჯინების თეატრი რეაბილიტირებულ შენობაში 74-ე სეზონს 19 იანვარს გახსნის

ქუთაისის თოჯინების თეატრი 74-ე სეზონს რეაბილიტირებულ შენობაში გახსნის. პატარები განახლებულ სპექტაკლს "ჩხიკვთა ქორწილი" 19 იანვარს ნახავენ.

შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ლევან გაბრიჭიძის განცხადებით, ამ დროისათვის კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. 

 "სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულდა, დარჩენილია კოსმეტიკური სამუშაოები, მთლიანად განახლდა ინფრასტრუქტურა, გათბობიდან დაწყებული გახმოვანებითა და განათებით დასრულებული, რაც რა თქმა, უნდა უკეთესს გახდის სპექტაკლის ხარისხს. რაც მთავარია, ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებულ შენობაში ვუმასპინძლებთ", -განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ.

თეატრში მიმდინარე სამუშაოები დღეს საკრებულოს წევრებმა მიონახულეს. საკრებულოს თვმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი შენგელიას განცხადებით, მინიშვნელოვანია, რომ თოჯინების თეატრი სეზონს რეაბილიტირებულ შენობაში გახსნის. 

თოჯინების თეატრში რეაბილიტაციას შპს "ტუ-კა" ახორციელებს. კომპანიამ მეორე ჯერზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სამუშაობი 2018 წლის მაისში დაიწყო და ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა დრო გახანგრძლოვდა, რის მიზეზადაც  დამატებითი სამუშაოები დასახელდა. 

 სამუშაოებისათვის  534 655 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა