|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტორესა მოსიმ კულტურის მინისტრის მიმართ პროტესტის გამო საკუთარი წიგნი ლიტერატურული პრემიიდან მოხსნა

მწერალმა  ტორესა მოსიმ საკუთარი წიგნი, "ორდროშობანა" ლიტერატურული პრემიის "ლიტერა" კონკურსიდან მოხსნა.

ლიტერატურული პრემია 6 ნომინაციაში გაიცემა, წელს კი საკონკურსოდ სულ 110 წიგნი შეირჩა. კონკურსის შედეგებს ჟიურის 5 წევრი შეაფასებს, რომელიც კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერაა შერჩეული.

ტორესა მოსის თქმით, სანამ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია, ის უწყებას ბოიკოტს უცხადებს:

"გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე, უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან.
წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი, სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან".

ფოტო: Toresa Mossy / Facebook

22 ივლისს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. უხეშად წართმევის შემდეგ, მინისტრმა "მთავარი არხის" მიკროფონით დაიწყო საუბარი და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

"კულტურის უკულტურო მინისტრი. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის დღიდან მე შევწყვიტე კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ყველა პროექტთან თანამშრომლობა პრემიებისა და მთარგმნელობითი პროგრამის ჩათვლით", — განაცხადა იმავე დღეს ტორესა მოსიმ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა