|
  • EUR 1 = GEL 3.805
  • USD 1 = GEL 3.2295
|

"ტორპედომ" გუნდის შემადგენლობა განაახლა

 "ტორპედო" პირველ თამაშს  1 მარტს  გორის "დილასთან" გამართავს. გუნდმა ფეხბურთელების შევსების პროცესი უკვე დაიწყო და ვარჯიშიც განაახლა.

კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის შემადგენლობას ცოტნე ნადარაია დაემატა,    22 წლის მცველი კლუბს 1-წლიანი იჯარით "საბურთალოდან" შეუერთდა. გუნდს შეუერთდა ლაშა კასრაძე , 30 წლის მცველი ბოლოს ყაზახური "თარაზის" ღირსებას იცავდა.  "ტორპედოში" ითამაშებს ზაზა ციცქიშვილი, 24 წლის ნახევარმცველი გასულ წელს იჯარის წესით "ტორპედოში" ასპარეზობდა.  გუნდს შეუერთდა გამოცდილი  ნახევარმცველი ირაკლი ძარია, რომელიც მალტის გუნდში "ვალეტა" თამაშობდა. 20 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია  გუნდს თბილისის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა. 

კლუბის მთავარი მწვრთნელის მიხეილ აშვეთიას განცხადებით, გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი დარჩა, ვისაც კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა, ბოლომდე იცდიდა და არ წასულა ვაჟა ტაბატაძე.  ახალ სეზონში ის კვლავ "ტორპედოში" იქნება.

“ტორპედოში” ითამაშებს ახალგაზრდა მეკარე დავით ასათიანი, 19 წლის შემტევი თამაზ შარვაშიძე, 19 წლის მათე აბულაძე და 21 წლის თავდამსხმელი დავით იონანიძე.

შეგახსენებთ,  ფინანსური პრობლემების გამო გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, რამდენიმე დღის წინ კი კლუბს ახალი სპონსორი გამოუჩნდა,  რამაც კლუბის გაანხება შესაძლებლი გახადა.

ავტორი: ნიუპრესი