|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" "საბურთალოსთან" შეხვედრას ძირითადი შემადგენლობით გამართავს

23 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედო" საბურთალოს დაუპირისპირდება.  საქართველოს თასის ნახევარფინალის შეხვედრა თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.   

"ტორპედოს" ფანების ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე სათამაშოდ გუნდის ძირითადი შემადგენლობა გავა, თუმცა ტრავმის გამო თამაშს ვერ შეძლებს გუნდის კაპიტანი როინ კვასხვაძე. 

"ფანები შევხვდით ფეხბურთელებს, ვისაუბრეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ კლუბს ჩვენს მეტი პატრონი არ ჰყავს... ისევ ჩვენი, ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გადასარჩენია გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კლუბში სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებმა მაინც გაითვალისწინეს ფანების თხოვნა და ხვალ, სეზონის მნიშვნელოვან მატჩში მოედანზე სათამაშოდ მთავარი გუნდი გავა.

"ტორპედოს" ვერ დაეხმარება როინ კვასხვაძე, რომელმაც ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა", -წერენ  გულშემატკივრები თავიანთ  ფეისბუკგვერდზე -"ჩვენ ვართ ტორპედო".

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს "საბურთალოსთან" შეხვედრა "ტორპედოს" ახალგაზრდულმა გუნდმა გამართა, რომლის ძირითადი შემადგენლობა არასრულწლოვნებით იყო დაკომპლექტებული.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა