|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" გადასარჩენად რადიკალურ ნაბიჯებზე გადავდივართ"

ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელებმა, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა და გულშემატკივრებმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართეს. მათ გუნდში არსებულ პრობლემასა და "ტორპედო" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხეზე ისაუბრეს.

მათი თქმით, ინვესტორი მზადაა გუნდის შესაძენად და აუცილებელია, დროული რეაგირება. გუნდში დარჩენილი თანამშრომლები და გულშემატკივრები რადიკალურ ნაბიჯებზე გადასვლას აანონსებენ. ისინი ხვალ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შეიკრიბებიან და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, ამასთან აცხადებენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა შიმშილობას დაიწყებენ.

"ერთი წელია ვცდილობთ, საკითხმა არ მიიღოს პოლიტიკური ელფერი, მაგრამ გუნდის გადასარჩენად რეალური ნაბიჯები არ გადაიდგა. არ გვინდა, დავუშვათ, რომ "ტორპედო" არ იარსებს. ამიტომ რადიკალურ ნაბიჯებზე გადავალთ, შევიკრიბებით მოედანზე და პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე გუნდი არ გადარჩება. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, ვისი დანაშაულია, მაგრამ ვაჩვენოთ მათ, რა მნიშვნელობისაა "ტორპედო" ქუთაისისთვის. ნუთუ, ცენტრალურ ხელისულებაში ეს არ იციან ამ პრობლემების შესახებ, ამდენი ხანი რატომ ვერ გადაიჭრა პრობლემა?"-განაცხადა ლიცენზირების მენეჯერმა ნინო ქუთათელაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა