|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" გასხვისებას ქუთაისის მერია აფერხებს"

მედია გამოცემა Sportall.ge ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისური კლუბის შეძენაზე უარი არ უთქვამს, სააგენტოს ასევე ირწმუნება, რომ  პროცესს ქუთაისის მერია აფერხებს და განცხადება  ინვესტორის მიერ ქუთაისის "ტორპედოს" შეძენაზე უარის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"შეგახსენებთ, რომ ჩაჩავა კლუბის პრეზიდენტის სტატუსით "ტორპედოში" სეზონის დასაწყისში მივიდა, მაგრამ ოფიციალურად მას პრეზიდენტად არ ამტკიცებდნენ. შემდგომ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამაც განაცხადა, რომ ჩაჩავასთან შეთანხმება ვერ შედგა და მასთან ყველა მოლაპარაკება ჩაშლილია, თუმცა რატომ, მიზეზი უცნობია. თანაც, ბიზნესმენს, რომელმაც გარდამავალ ჩემპიონატში "ტორპედოში" დაახლოებით 250 000 ლარი (მისი თქმით) ჩადო, "ტორპედოს" შეძენა არ გადაუფიქრებია და დღესაც სურს"-წერს სააგენტო და იუწყება, რომ  "ტორპედო" გორის "დილას" მსგავსად აუქციონზე გაიყიდებოდა, მაგრამ მერიას "ტორპედო" აუქციონზე არ გააქვს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებენ ქუთაისის მერიაში. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ისინი დაუკავშირდნენ სააგენტოს და მოითხოვეს მათგან პასუხი, თუ რატომ მოხდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება.

„დავუკავშირდით სააგენტოს, რომელიც ოფიციალურად ითვლება სპორტულ საიტად და სადაც გადამომწებული ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. მათ გვითხრეს, რომ  ინფორმაციის გადამოწმებას ჩვენთან მოგვიანებით აპირებდნენ, რაც არა მგონია, სწორი მიდგომა იყოს. რაც შეეხება გავრცელებულ ამბებს,  არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული ჭორი იმ ადამიანისგან, ვისაც არ უყვარს ქუთაისი და „ტორპედო“. მერიას ხელი არ შეუშლია ზაალ ჩაჩავასთვის, რაც შეეხება პრეზიდენტობას, ის უკვე იყო „ტორპედოს“ პრეზიდენტი, რას ააშკარავებს გავრცელებული ინფორმაციის სიყალბეს",-აცხადებენ მერიაში, სადაც ასევე განმარტავენ, რომ ელოდებიან ექსპერტიზის დასკვნას კლუბის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც,  კლუბი იანვარში აუქციონზე გავა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ტორპედოს" შეძენაზე ინვესტორი უარს აცხადებს და მასთან ყველა მოლაპარაკება ჩაშლილია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა