|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ტორპედოს" პრეზიდენტი თემურ ჩეჩელაშვილი მეორედ ხდება

ქუთაისის "ტორპედოს" ქალაქის მერიისათვის გადმოცემის პროცესი  მიმდინარეობს. როგორც ცნობილი გახდა, მერიის მხრიდან წარმომადგენელი თემურ ჩეჩელაშვილი გახდა, რომელიც ერთხელ უკვე იყო კლუბის პრეზიდენტი. 

როგორც ჩეჩელაშვილმა "ნიუპრესს" განუცხადა, მერის თხოვნით პროცესებში ის გუშინ ჩაერთო. მისი თქმით, ზაალ ჩაჩავამ ყველაფრის გადასაბარებლად დრო 4 სექტემბრამდე ითხოვა. ჩეჩელაშვილის განცხადებით, კლუბის ფინანსური მდგომარეობის შემდეგ მხოლოდ დოკუმენტაციის გადმობარების შემდეგ შეეძლება საუბარი. 

 

"ტორპედოს მერიისათვის დაბრუნების საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა, რა პირობებით მოხდება დაბრუნება, ამაზე საუბარი ჯერ არ შემიძლია.  რაც წერია ხელშეკრულებაში,  იმ პირობით უნდა დაბრუნდეს, მე მხოლოდ გუშინ ჩავერთე ამ პროცესში. მოქმედმა პრეზიდენტმა 4 სექტემბრამდე ითხოვა ვადა. როდესაც კლუბი უკან დაბრუნდება და ვიდრე ახალი სპონსორი გამოჩნდება, იმ დრომდე კლუბს ხელმძღვანელი დაჭირდება და ალბათ, მე ვიქნები კლუბის პრეზიდენტი", - განაცხადა თემურ ჩეჩელაშვილმა.

 მისი თქმით, ზაალ ჩაჩავას პერიოდში კლუბს წარმატებები ქონდა.

"მე მომხრე ვიყავი, რომ კლუბი უნდა გაყიდულიყო, თუმცა ვინ იყიდდა, ეს ჩემზე არ იყო დამოკიდებული, თუმცა ბევრი რამ გაკეთდა ჩაჩავას პრეზიდენტობის დროს, კლუბი ჩემპიონი გახდა, სუპერთასი აიღო,  უეფაზე გავიდა, მაგრამ ეს ფინანსური კრიზისი რატომ მოხდა, ამის გარკვევა ახლა მე არ შემიძლია, გადმობარების დროს გამოჩნდება, რა ხდება", - აღნიშნა მან. 

 თემურ ჩეჩელაშვილმა კლუბი 2016 წელს ჩაიბარა. მას შემდეგ რაც ტორპედო "ვისოლმა" დატოვა, კლუბის  პრეზიდენტის პოსტი ქუთაისის ვიცე–მერს ნოდარ მიქიაშვილს ეკავა. მან  ეს პოსტი საკუთარი სურვილითა და დატვირთული სამუშაო რეჟიმის გამო  დატოვა. ამის შემდეგ მერიამ კლუბის პრეზიდენტად თემურ ჩეჩელაშვილი დანიშნა. ის "ტორპედოს" რამდენიმე თვე ხელმძღვანელობდა. პოსტი 2016 წლის ზაფხულში დატოვა, რის შემდეგაც "ტორპედოს" აუქციონის წესით გაყიდვისათვის მზადება დაიწყო.

"ტორპედოდან" წასვლის შემდეგ ჩეჩელაშვილი მერიიის ააიპ "ბოტანიკურ ბაღს" ხელმძღვანელობდა, საიდანაც საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, რაც ბაღისათვის სტატუსის გაუქმებას უკავშირდებოდა. 

 

თემურ ჩეჩელაშვილი "ტორპედოს" პრეზიდენტის პოსტიდან მიდის

  

ავტორი: ნიუპრესი