"ტორპედოს საკითხი 3 თებერვლამდე გაირკვევა"- ქუთაისის მერია
ქუთაისის მერიის იურისტის ირაკლი გიორგაძის განმარტებით, "ტორპედოს" საკითხზე ინვესტორის პასუხი 3 თებერვლამდე გახდება ცნობილი.
"ტორპედოს საკითხზე ინვესტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რაც დროსთან არის დაკავშირებული. ინვესტორი მზადაა გუნდის შესაძენად, თუმცა პროცესს გარკვეულწილად გუნდის დავალიანება აფერხებს, ყოფილ მფლობელს დავალიანება ან დრომდე არ დაუფარავს. საბოლოო პასუხი 3 თებერვლამდე გვეცოდინება", - განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
შეგახსენებთ, "ტორპედოს" ფანებმა დღეს მერიის წინ აქცია გამართეს და პროცესის გაჭიანურებაში მერია დაადანაშაულეს.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა