|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უამინდობის გამო ქუთაისის აეროპორტში ერთი რეისი გადაიდო

დიდთოვლობის გამო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-მილანის რეისი გადაიდო, როგორც „ნიუპრესს“ აეროპორტში განუცხადეს, ამ დროის ყველა რეისი გეგმის მიხედვით სრულდება და რაიმე სახის შეფერხება არ აქვთ. მათივე ინფორმაციით, მხოლოდ დილით დაგეგმილი რეისი გადაიდო. მგზავრები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს, ფრენა ხვალ განახლდება.

დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი თოვაა გამოცხადებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი