|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Translive - საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვები

        ტვირთი არის ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ტრანსპორტირდება ერთი ადგილიდან მეორეზე საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო ან სახმელეთო გზით. ტვირთის ტრანსპორტირებისას აუცილებელია განისაზღვროს ტვირთის ადგილმდებარეობა, მიწოდების ლოკაცია, ტვირთის სახეობა, გაბარიტულობა, ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალების შერჩევა, დოკუმენტაციის წარმოება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა, ტვირთის მონიტორინგი ტრანსპორტირების პერიოდში და ჩამოტვირთვა. თითოეული მათგანი მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და გამარტივებულ პროცედურებს, რათა არ მოხდეს ტვირთის დაგვიანებით მიწოდება დანიშნულების ადგილზე. 

ლოგისტიკა წარმოუდგენელია ინფორმაციული ნაკადების მოპოვების, დამუშავების და გაცვლის გარეშე. 

Translive - ეს არის ლოგისტიკის საერთაშორისო ციფრული პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელებს გამარტივებულ პროცესებს სთავაზობს. ჩვენთან ტვირთების გადაზიდვა მარტივი პროცესია.  წარმოიდგინეთ, ერთ სივრცეში მოქცეული ასობით გადამზიდავი, რომელთა შეთავაზებასაც ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს ტვირთის მფლობელი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წუთში ხდება. 

Translive.ge - ის პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა ლოგისტიკურ პროცესებში ჩართული მხარეებისთვის, ის დამაკაშირებელ რგოლს წარმოადგენას დამკვეთსა და გადამზიდავს შორის. გზა, რომელსაც ლოგისტიკური პროცესები მოიცავს, Translive-ის მეშვეობით ბევრად დახვეწილი, დროში გათვლილი და ინტერაქციულია. პლატფორმის ერთიან სივრცეში გაერთიანებული ასობით გამოცდილი გადამზიდის რესურსი, სწორი კოორდინირებული სამუშაო პროცესები და ჯანსაღი კონკურენტული გარემო, ტვირთის მფლობელებს მაქსიმალურად ოპტიმალური პირობების შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. ლოჯისტიკისთვის ინოვაციური მიგნებაა საერთაშორისო გადაზიდვების მართვა ერთი აპლიკაციის მეშვეობით. ტვირთის გადაზიდვა პროცესია, რომელშიც სამი მხარეა ჩართული: დამკვეთი, კომპანია და მძღოლი. საკომუნიკაციო საშუალება კი მხოლოდ ერთია - Translive.

რაც მთავარია, ჩვენი სერვისი ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი საერთაშორისო ლოგისტიკური პარტნიორების ქსელის დახმარებით თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვა არის შესაძლებელი.  ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირება როგორებიცაა:  საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა