|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრანსპორტის გაფიცვის გამო ბავშვები საკუთარი ნაშრომების გამოფენას ვერ დაესწრნენ

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოეში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი  მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.

გამოფენაზე  გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლის 12-დან 16 წლამდე  აღსაზრდელების ნამუშევრები წარმოდგინეს.  მოზარდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების გაფიცვის გამო, საკუთარი ნამუშევრების გამოფენას ვერ დაესწრნენ. ღონისძიება  ააიპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.

"კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანება აწყობს "საგაზაფხულო კვირეულს", რომლის  ფარგლებშიც გაიმართა გამოფენა. დღეს წარმოდგენილია 37 ნამუშევარი. განწყობა არის საგაზაფხულო და ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი და დიდი მოტივაცია ბავშვებისთვის. ჩვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებები იქნება ერთგვარი  მილოცვა საზოგადოებისთვის", - აღნიშნა ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ელისო ქაროსანიძემ.

"საგაზაფხულო ღონისძიებათა კვირეული",  1 მარტს დაიწყო და 8 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა