|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის"

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას ტრანსპორტის თემაზე გაკეთებულ განცხადებას ქუთაისის მერიაში პასუხობენ.  უფროსი ირაკლი ცხვედიანის განცხადებით,  ამ ეტაპზე ტრანსპორტის ტარიფებთან და ოპოზიციაში მოვლენებს უსწრებენ. 

"დღეის მდგომარეობით, მგზავრობის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ზოგადად, გაურკვეველია ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ჭირდება კალკულაცია.  ტარიფი არის სხვადასხვა სახის, სოციალური, ეკონომიკური და სამომხმარებლო ტარიფი.  ათეულობით წლებია ქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტს არ უმუშავნია, ამიტომ ცოტა ნაადრევია ტარიფზე წინასწარ საუბარი. მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა იქმნება არა იმისთვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაურთულოს, არამედ იმისათვის, რომ იყოს მოსახლეობაზე ორიენტირებული", -განაცხადა ირაკლი ცხვედიანმა.   

რაც შეეხება კადრებს, მისი თქმით,  თუ იქნება პროფესიონალი და გამოცდილი კადრი, მის პარტიულობას არანირი მნიშვნელობა ექნება.

მერიაში ახალი ავტობუსების შემოყვანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ავტობუსების შემოყვანა 2020 წელს მოხდება.

მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებისათვის შეიქმნა  და უკვე ფუნქციონირებს შპს  "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია", რომლის უფროსად გიორგი გიორგობიანი დაინიშნა, მის მოადგილედ კი ირაკლი ცხვედიანი ინიშნება. შესაბამისად, მერიაში ტრანსპორტის განყოფილება უქმდება და ფუნქციები ახლადშექმნილ შპს-სა და მერიის ეკონომიკურ სამსახურს შორის განაწილდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე