|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტრანსპორტზე ფასების მატება სასამართლოში გასაჩივრდა

საქალაქო ტრანსპორტზე ფასების გაზრდა საკრებულოს ლეიბორისტრმა  წევრმა სამსონ გუგავამ გააპროტესტა.  მან სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა. გუგავა ფასის მატებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ძველი ფასის დატოვებას მოითხოვს.

"რადგან  ხელისუფლება არ ზრუნავს მოსახლეობაზე, ლეიბორისტული პარტია თავს მოვალედ მიიჩნევს იზრუნოს ხალხზე“,-განაცხადა სამსონ გუგავამ.

მერიის გადაწყვეტილებით, ტრანსპორტზე ფასების ზრდა 7 აპრილიდან არის  დაგეგმილი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო, საბოლოო  გადაწყვეტილებამდე, შესაძლოა, მერიას ტრანსპორტზე ფასის მატების შეჩერება მოუხდეს. 

დეპუტატის ქმედებას საკრებულო გამოეხმაურა. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დეპუტატს გასაჩივრების უფლება კანონით ქონდა.

„საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, კანონით დაცული უფლებაა და შესაბამისად, ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ არეგულირებს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულობას, როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისთვის, ისე ფიზიკურ პირთათვის“,- აცხადებენ საკრებულოში.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი