|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ ერთსქესიანთა ქოწინება დაკანონდა, პროტესტის ნიშნად პარლამენტს დავტოვებ"

„თუ ერთსქესიანთა ქოწინების შესახებ კანონი იქნება მიღებული, პროტესტის ნიშნად პარლამენტს დავტოვებ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონპროექტზე „ქართული ოცნება" ერთიანი იქნება.

„ქართული ოცნება" ამ საკითხში იქნება ერთიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით ვიქნებით სასტიკი წინააღმდეგი. პირადად ვიძლევი პირობას, რომ თუ ეს კანონი იქნება მიღებული, პროტესტის ნიშნად პარლამენტს დავტოვებ. არ ვიცი, სხვები რას გააკეთებენ, მაგრამ მე ასე მოვიქცევი. როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მიდიოდა მსჯელობა, მაშინ ვთქვი, თუ ოდესმე ერთსქესიანთა ქორწინების საკითხი დადგებოდა, ჩვენ გავუწევდით დიდ წინააღმდეგობას", - განაცხადა ნიშნიანიძემ.

 

 

 

წყარო: ალია

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა