|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ მერი უნიათოა, საკრებულო უკეთესია, რომელიც მას ყველაფერზე ეთანხმებოდა?"-გოგი წულაია

ქუთაისის მერის მიერ გადადგომის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას  „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაია ეხმიანება. მისი განცხადებით, მერის პოსტიდან გაშვების გადაწყვეტილება მომავალ არჩევნებს უკავშირდება. 

„სარგებლობენ სიტუაციით რომ არავის სცალია იმის საკითხავად, თუ რატომ ხსნიან ახლა, რა ვერ გააკეთა. საერთოდ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმას ვეკითხები, თავზე რომ დაგვასვით და ვამბობდით, ეს ამ ქალაქს ვერ უპატრონებსთქო,  მაშინ რატომ არ მოახდინეთ რეაგირება?  ამაზე პასუხისმგებელი ვინაა, რომ ამ ხნის განმავლობაში ასეთი უნიათო მერი ყავდა ქუთაისს?  თუ მერი უნიათოა, საკრებულო უკეთესია, რომელიც მას ყველაფერზე ეთანხმებოდა? ამ რთულ პერიოდში ასეთი რა გააფუჭა ჭიღვარიამ, არ ვიცი, თუ არა პოლიტიკა და მომავალი არჩევნები“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა