|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან საქართველოში

ლოგისტიკა მსოფლიო ეკონომიკის ერთ - ერთი მამოძრავებელი ძალაა. ლოგისტიკის ინდუსტრიაში ყველაზე ხშირად ვაწყდებით შემდეგ გამოწვევებს:  ტრანსპორტირების ფასები; დროის მენეჯმენტი;  მომხარებლის მომსახურეობის გაუმჯობესება,  მიწოდების ჯაჭვის ხილვადობის გაუმჯობესება.  აღნიშნულ გამოწვევებს საქართველოში არსებული ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Translive პასუხობს

ტრანსპორტის შერჩევისას, ძირითად შემთხვევაში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო გადაზიდვას, ვინაიდან კონტეინერი არის უნივერსალური საშუალება ნებისმიერი ტვირთის გადასატანად ჩინეთის მიმართულებაზე. ღირებულება საზღვაოს შემთხვევაში არის გაცილებით უფრო ეკონომიური ვიდრე საჰაერო, ან სახმელეთო მეთოდით გადაზიდვისას.

ტვირთების ჩამოტანა ჩინეთიდან ოდნავ განსხვავებული პროცესია.  ტრანსპორტირების პერიოდი სტანდარტულად დაახლოებით 40 დღიდან 60 დღემდე შეიძლება გაგრძელდეს (შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც) და ეს იმიტომ, რომ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: საზღვაო ხაზზე, მარშრუტებზე, კლიმატურ სიტუაციაზე, ტრანზიტზე და ა.შ.. ჩინეთიდან ან ჩინეთის მიმართულებით ტვირთის გადაზიდვის დროს ხშირად ხდება შეთანხმება Translive-სა და ტვირთის მფლობელს შორის იმაზე, თუ რა პირობით ვერთვებით გადაზიდვებში, მაგალითად incoterms-ის მიხედვით ეს ძირითადად შეიძლება იყოს EXW (EX WORKS), ან (FREE ON BOARD) პირობა.

ჩინეთიდან იმპორტირების, ან პირიქით, ექსპორტირების შემთხვევაში გადაზიდვის ღირებულება ითვლება ინდივიდუალურად, რადგან დამოკიდებულია ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორზე: ტვირთის და ტრანსპორტის ტიპზე, მოცულობაზე, წონაზე, დატვირთვის პერიოდზე და ა.შ.

Translive-ს გუნდი შემოგთავაზებთ გამართულ ლოგისტიკურ სერვისს, მიიღებთ კვალიფიციურ რეკომენდაციებს, თქვენზე მორგებულ ოპტიმალურ პირობებს,  კონკურენტუნარიან ტარიფებს და თქვენი ნებისმერი გადაზიდვა იქნება დაზღვეული ტვირთის ღირებულების 100%-ით.




ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა