|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვირთების გადაზიდვა მარტივად და კომფორტულად Translive-ის საშუალებით

ციფრული საერთაშორისო ლოგისტიკური პლატფორმა Translive.ge , რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ასობით გადამზიდავსა და ტვირთის მფლობელს. ლოჯისტიკისთვის ინოვაციური მიგნებაა საერთაშორისო გადაზიდვების მართვა ერთი აპლიკაციის მეშვეობით. ტვირთის გადაზიდვა პროცესია, რომელშიც სამი მხარეა ჩართული: დამკვეთი, კომპანია და მძღოლი. საკომუნიკაციო საშუალება კი მხოლოდ ერთია -  Translive.

Translive - ის პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა ლოგისტიკურ პროცესებში ჩართული მხარეებისთვის, ის დამაკაშირებელ რგოლს წარმოადგენას დამკვეთსა და გადამზიდავს შორის. გზა, რომელსაც ლოგისტიკური პროცესები მოიცავს, Translive-ის მეშვეობით ბევრად დახვეწილი, დროში გათვლილი და ინტერაქციულია. პლატფორმის ერთიან სივრცეში გაერთიანებული ასობით გამოცდილი გადამზიდის რესურსი, სწორი კოორდინირებული სამუშაო პროცესები და ჯანსაღი კონკურენტული გარემო, ტვირთის მფლობელებს მაქსიმალურად ოპტიმალური პირობების შერჩევის შესაძლებლობას აძლევს. 

ჩვენი საერთაშორისო ლოგისტიკური პარტნიორების ქსელის დახმარებით თქვენთვის სასურველი სახმელეთო, საზღვაო, სარკინიგზო თუ საჰაერო გადაზიდვა არის შესაძლებელი.  ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი ტვირთის ტრანსპორტირება როგორებიცაა:  საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური თუ გაზიანი სასმელები, მალფუჭებადი, სახიფათო კატეგორიის ტვირთები, არაგაბარიტული ტვირთები, მედიკამენტები, ნერგები, სარეკლამო, თუ სამშენებლო მასალები.  

Translive ხელმისაწვდომია: ნებისმიერი პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ტვირთის ტრანსპორტირებით, ეძებს უსაფრთხო გზებს სასურველი პროდუქტის მისაღებად და მუდმივად საქმის კურსშია თავისი ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ; გადამზიდავი კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესება და სისწრაფე - ისინი ლაივ რეჟიმში სთავაზობენ მომხმარებელს საკუთარ სერვისებსა და ტარიფებს; ასევე მძღოლებისთვის - ისინი თავად ირჩევენ ტვირთს სასურველი მიმართულებით, ხოლო შეთანხმების შემთხვევაში დოკუმენტაცია ავტომატურად გენერირდება და ინახება მომხმარებელთა პირად კაბინეტში.

ყველა გადაზიდვის დროს ტვირთი დაზღვეულია ავტომატურად. დაზღვევა ხორციელდება ტვირთის საინვოისო ღირებულებით, შესაბამისად, ნებისმიერი სახის ტვირთის გადაზიდვა დაზღვეულია 100%-ით. სადაზღვევო ტარიფები ყოველთვის კონკურენტულია და გთავაზობთ საუკეთესო ვარიანტს ბაზარზე. ყველაფერი ეს კი ხაზს უსვამს, რომ ტვირთების გადაზიდვა  Translive-თან ერთად დაცული,  მარტივი და პრაქტიკულია.

ავტორი: ნიუპრესი