|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტვირთების გადაზიდვა ყაზახეთიდან საქართველოში

Translive არის თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია როგორც ტვირთის მფლობელებისთვის, ისე გადამზიდავებისთვის. ციფრული ლოგისტიკა აგებულია იმ პრინციპით, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში და ყველაზე ეფექტური პირობებით შევძლოთ ლოგისტიკური პროცესების გამართვა. ჩვენ ტვირთების გადაზიდვას ვახორციელებთ მთელი მსოფლიოს მაშტაბით, მათ შორის ყაზახეთში.

Translive ტვირთების გადაზიდვას ახორციელებს, როგორც ექსპორტის, იმპორტის და ასევე ტრანზიტის შემთხვევაში. გადაზიდვები ხორციელდება ხშირ შემთხვევაში სახმელეთო მეთოდით, რადგან საავტომობილო მარშრუტი ოპტიმალურია და უალტერნატივო ყველა დანარჩენ მეთოდთან შედარებით. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენს ნაკლები დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტის მიღება როგორც ტვირთის მფლობელის მხარეს, ისე გადამზიდებისთვის. აქედან გამომდინარე ინდივიდუალურად ვგეგმავთ და ვამუშავებთ ყველა შეკვეთას. 

სტანდარტულ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი დამაბრკოლებელი გარემოებები და შეფერხების გარეშე ხდება გადაადგილება, ტრანსპორტირების დრო ყაზახეთის მიმართულებაზე სახმელეთო მარშრუტით შეადგენს 10 დღეს. სატვირთო ავტომობილების (ტრაილერების) შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ როგორც ტენტს, ასევე რეფ (მაცივარ) მანქანებს. ტენტის შემთხვევაში უნდა გავარჩიოთ რამდენიმე ტიპის ტრანსპორტი: სტანდარტული (95მ3-მდე მოცულობის), ე.წ. მეგა (96მ3-დან 105მ3-მდე) და მისაბმელიანი/ავტომატარებელი (110მ3 და 120მ3);

ტვირთის გადაზიდვის ტარიფის დასადგენად აუცილებელია ვიცოდეთ:

  1. ზუსტი მისამართები (დატვირთვის და დაცლის ადგილების)
  2. ტრანსპორტირების ტიპი
  3. ტვირთის მახასიათებლები (ზომა, წონა) და საჭიროებები, კერძოდ (ტემპერატურული უზრუნველყოფა, დატვირთვის ტიპი: გვერდითა, ზედა და უკანა კარიდან) 
  4. დატვირთვის თარიღი 
  5. ყველა დამატებითი მოთხოვნა, დამკვეთის მხრიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში.

შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელი ხდება ფასთა გამოკითხვა და შესაბამისი კონკურენტული ტარიფის შეთავაზება ტვირთის მფლობელებისთვის. ჩვენ ვაერთიანებთ ყაზახეთის მიმართულებაზე მომუშავე გადამზიდავებს Translive-ს ციფრულ სივრცეში, რომლებთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილება გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენთვის არ წარმოადგენს სირთულეს ამ მიმართულებაზე ნებისმიერი სირთულისა, თუ სპეციფიკის ტვირთისთვის გამართული ლოგისტიკური სერვისის დაგეგმარება და განხორციელება. 

ჩვენს პლატფორმაზე რეგისტრაცია მარტივი პროცესია: თავდაპირველად, შეიყვანთ თქვენს პირად ინფორმაციას, ატვირთავთ აუცილებელ დოკუმენტაციას, პროფილის გააქტიურების შემდეგ თქვენ შეუზღუდავად მიიღებთ ყველა სერვისს - გაგეხსნებათ პირადი კაბინეტი, აკონტროლებთ თქვენს ტვირთებს, შეკვეთებს, გადახდებს, თვის ჭრილში გენერირებულ სტატისტიკას და მიიღებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ლოგისტიკის სფეროში არსებულ სიახლეებზე. დარეგისტრირების შემდგომ, გადამზიდისთვის ხელმისაწვდომია მიმდინარე პერიოდში არსებულ ტვირთებზე სრულყოფილი ინფორმაცია. ორივე მხარეს კი შესაძლებლობა აქვს ერთი კლიკით შეარჩიონ შემოთავაზებული ვარიანტიდან საუკეთესო.






ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა