|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ,,ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ითამაშოს"

ქუთაისის მერიამ კლუბ ,,ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით მერიამ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" ადმინისტრაციას. კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის, საკრებულოს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრისას, კლუბის გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. ქუთაისის მერი ასევე შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რომ,,ტორპედომ"  უმაღლეს ლიგაში ითამაშოს.

შეგახსენებთ, კლუბში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ქუთაისის საფეხბურთღო კლუბი შესაძლოა უმაღლეს ლიგას გამოეთიშოს.  კლუბის გულშემატკივრები აქციებს მართავდნენ და შეუსრულებელი ვალდებულებების გამო კლუბიდან "ტორპედოს" მფლობელის ზაალ ჩაჩავას კლუბიდან ჩამოშორებას ითხოვდნენ.

 ფოტო: არქივი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა