|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი ქუთაისში იყოს"

ცალსახად ვამბობ, თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ „ნიუპრესთან“  საუბრისას.  მისი თქმით, ქუთაისში პარალმენტის გარდა სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც უნდა განხორციელდეს.

„ცალსახად ვამბობ, თვითმმართველობისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იყოს ქუთაისში და არა მარტო პარლამენტი, ქუთაისში უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. ჩვენთვის პრიორიტეტია ის, რომ ცენტრალური ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქუთაისს, ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება პარლამენტის ქუთაისში ყოფნას, თვითმმართველობას მიაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

კითხვაზე, თუ პარლამენტის გადატანის თემა კვლავ დღის წესრიგში დადგება, როგორი იქნება მისი პოზიცია, პასუხობს: „თვითმმართველობას რისი მოქმედების საშუალებაც აქვს, იმას მოიმოქმედებს“.

შეგახსენებთ, ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა პარლამენტის თბილისში გადატანის საკითხი.  უმრავლეობის დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ სხდომები თბილისში უნდა ჩატარდეს, რადგან პარლამენტის ქუთაისში მუშაობით ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა