|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა სიახლეებია წელს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით?

 კანონში შესული ცვლილებების თანახმად, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება, 12 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 5 თვითმმართველი ქალაქი დარჩება. აღნიშნული ცვლილება კანონში თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღეს ამოქმედდება. სიახლეა ისიც, რომ მუნიციპალიტეტები გამგებლის ნაცვლად მერს აირჩევენ. კანონში შესული ცვლილებები "ნიუპრესს" "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი სანტურიანმა განუმარტა.

 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის  განმარტებით, 2017 წლის 26 ივლისს  საქართველოს პარლამენტის მიერ  მიღებული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად. დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად კი,  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი თვითმმართველ თემში და მერი თვითმმართველ ქალაქში. 

აღნიშნული ცვლილება ამოქმედდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების  არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, შესაბამისად, 2017 წლის არჩვენებში არჩეულ გამგებლებს, არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან შეეცვლებათ სახელი და ყველა მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს დაერქმევა მერი, ხოლო მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებს მერია და არა გამგეობები.

პარლამენტის ამ დადგენილების გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.  სამოქალაქო სექტორი სასამართლოსგან პარლამენტის იმ დადგენილების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვით 7 ქალაქს თვითმმართველი მუნიციპალიტეტის სტატუსი ჩამოერთვა. სასამართლო სხდომა ჯერ ჩანიშნულიც კი არ არის.  

 სანტურიანის განმარტებით, ადგილობრივივი თვითმმართველოს კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული აქვთ ქალაქებს: თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს, ბათუმს, თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს.

პარლამენტის მიერ  2017 წლის 26 ივლისს მიღებული ცვლილებით კი, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი რჩება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. აღნიშნული ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დანიშვნის დღეს.

თვითმმართველობის არჩევნების თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას ქვეყნის პრესზიდენტი დანიშნავს, რის შემდეგაც ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყება.

 

 

არასამთავრობოებმა პარლამენტის დადგენილება ქუთაისის სასამართლოში გაასაჩივრეს

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა