|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტყის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არის"

"ტყის ის ნაწილი, სადაც ხეები იჭრება, სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არ არის და ტყის ფონდს არ წარმოადგენს"-განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა „ნიუპრესთან“ საუბარში.

მისი თქმით,  ადგილი, შეიძლება იყოს ხეებით დაფარული, მაგრამ არ იყოს სააგენტოს დაქმედებარებაში და სხვა სტატუსს ატარებდეს. მისივე ინფორმაციით, მათთვის არ არის ცნობილი ტერიტორია რა სტატუსს ატარებს.  დეპარტამენტი ამ განცხადებით, გოგი წულაიას აქციას გამოეხმაურა.

„როგორც  გადმომცეს,  ეს არის ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა. ჩვენც დავინტერესდით, ხომ არ იყო ჩვენს დაქვემდებარებაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ნაწილი სატყეო სააგენტოს დაქვემდებარებაში არაა.  საღორიის ტყე, როგორც ეძახიან ამ ადგილს, მთლიანი ტერიტორია ეროვნული სატყეო საგენტოს დაქვემდებარებში არაა და სააგენტოც პასუხისმგებელი არაა.  ტერიტოტიეები,  სადაც მიმდინარეობს მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობა არაა ტყის ფონდი. შესაბამისად,  ეროვნული სატყეო სააგენტო არ გეგმავს რამე ღონისძიებას და არც ახორციელებს.  ჩვენ პასუხისმგებელები ვართ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, რომ იქ სანიტარული ჭრები და აღდგენის ღონისძებები განხორციელდეს.

ტერიტორია, შეიძლება იყოს დაფარული ხეებით, მაგრამ სტატუსი არ ქოდნეს. ამ შემთხვევაშიც,  ზოგი კერძოა და ზოგი სახელმწიფოს საკუთრებაში. არ ვიცით, რა სტატუსით შეიძლება იყოს, ან უნივერსიტეტის, ან სახელმწიფოს  საკუთრებაა"-განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.

მუხნარის ტყის ტერიტორიაზე, სავარუდოდ, უნივერსიტეტამდე გზის მოწყობის მიზნით, მრავლწლოვანი ხეები იჭრება. ფაქტს გოგი წულაია გამოეხმაურა. მისი თქმით, ხეების ჭრა ვანდალიზმია და ტყე განადგურდება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა