|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულელ ფეხბურთელ გოგონას საზოგადოების დახმარება სჭირდება

საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ ფანკლუბის ინფორმაციით, ტყიბულელ ფეხბურთელ გოგონას დახმარება სჭირდება.

როგორც 18 წლის ნინი გურგენიძის მეგობრები აცხადებენ, გოგონა მძიმე დაავადებას ებრძვის და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს და ისინი დახმარებას საზოგადოებას თხოვენ.

 "ნინის აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, სასწრაფოდ ესაჭიროება გადაუდებელი მკურნალობა საზღვარგარეთ.
მკურნალობისთვის საჭიროა საკმაოდ დიდი თანხა, რომელიც ოჯახს არ გააჩნია.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას გავერთიანდეთ ნინი გურგენიძისათვის!..
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მცირედით დავეხმაროთ

ნინის მეგობრების და თანატოლების ინიციატივით, ოთხშაბათს, 6 თებერვალს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში – CINEMA PARADISO გაიმართება კინოჩვენება, ბილეთის ფასი იქნება 5 ლარი, რომლიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ნინის ოჯახს.

ასევე, შემოწირულობისათვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ყუთი.

საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი GE95BG0000000284257600
მიმღები: გურგენიძე რამაზი
ტელ: 599 651 800 (დედა – მაკა)

ყველაფერი კარგად იქნება!.. ნინი „- ნათქვამია განცხადებაში

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა