|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს საერთაშორისო ექსპერტული კომპანია შეისწავლის

ტყიბულის შახტებში შრომის პირობებს საერთაშორისო ექსპერტული კომპანია DMT Group-ი შეისწავლის. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 50 000 ევროთი დაფინანსდება.

კომპანიას სამუშაოების დაწყებიდან 5 კვირის ვადა მიეცემა, რათა მან შეისწავლოს ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა და შეაფასოს, რამდენად არის შესაძლებელი აღნიშნულ საწარმოში შრომის უსაფრთხოების დანერგვა. მინისტრის თქმით, აღდგება თუ არა შახტებში სამუშაოები, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გერმანული კომპანია DMT Group-ის დასკვნის შემდეგ მიიღებს.

მისივე თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით შერჩეული 5 საერთაშორისო საექსპერტო კომპანიიდან ინტერესი სამმა გამოთქვა, საიდანაც დღეს ერთი შეირჩა. სამმხრივ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ტყიბულის შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ საწარმო დაიხურა. საერთაშორისო ექსპერტული ორგანიზაციის დასკვნის შემდეგ კი ცნობილი გახდება, განახლდება თუ არა სამუშაოები ტყიბულის შახტში.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა