|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტყიბულში 6 მეშახტის გარდაცვალება ადამიანურ ფაქტორს უკავშირდება"

პროფკავშირებში აცხადებენ, რომ დასკვნა არასრულყოფილია:

"მომზადდა 21-გვერდიანი დასკვნა, რომელიც ნაწილობრივ იძლევა პასუხს მთავარ კითხვაზე - თუ რა გახდა შახტში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი. იკვეთება მნიშვნელოვანი საკითხები, შედეგად შეიძლება დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, რომ 2018 წლის 5 აპრილს მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები არ უნდა ვეძებოთ სამთო დარტყმასა და სხვა ბუნებრივ მოვლენებში, არამედ უფრო მეტად იკვეთება ადამიანური გადაცდომის შესაძლებლობებში",- აცხადებენ პროფკავშირებში.

"როგორც ირკვევა, ნახშირმომპოვებელ უბანზე, ავარიამდე, ცვლაში მომუშავეებზე გაიცა საამფეთქებლო მასალები, შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. ავარიის შემდეგ კი უბედური შემთხვევის ადგილის შემოწმების შემდეგ, ადგილზე ასაფეთქებელი მასალის მხოლოდ მცირე რაოდენობა იქნა აღმოჩენილი, რაც იმ ვარაუდის საფუძველია, რომ ბრიგადის მიერ საამფეთქებლო სამუშაო შესრულდა. გამოძიების მიერ დასადგენია, რამდენად სწორად იქნა სამუშაო ჩატარებული, რადგან უკრაინელ ექსპერტთა ვარაუდით, ავარიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ საამფეთქებლო სამუშაოების არასწორად განხორციელება ყოფილიყო", - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

ტყიბულში,  5 აპრილს, მინდელის შახტში მორიგი  6 მუშა დაიღუპა და 3 დაშავდა.  

უკრაინელი სამთო ექსპერტები შახტში სამომავლო მუშაობაზე საკუთარი ხედვის დასაფიქსირებლად 25 აპრილს ჩაერთნენ.  მათ მიერ მომზადებულ დასკვნას არ ეთანხმება ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი.

 

imedinews.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა