|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში ქვანახშირის მომპოვებლების აქცია მიმდინარეობს

ტყიბულში მერიის წინ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იმ შპს-ების წარმომადგენლები არიან, რომლებიც ნახშირს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ. აქციის მონაწილეები მადნეულის მოპოვების უფლების აღდგენას ითხოვენ.

მათი თქმით, გარემოს დაცვის პოლიციამ ნახშირით დატვირთული მათი კუთვნილი 5 სატვირთო ავტომობილი გააჩერა და მათ გადაადგილების და რეალიზების საშუალებას არ აძლევს. შპს-ები, რომლებიც ,,საქნახშირი ჯიაიჯი ჯგუფის " კონტრაქტორები იყვნენ, ხელშეკრულება 2015 წელს ამოეწურათ, თუმცა ნახშირის მოპოვებას ღია კარიერის წესით მაინც აგრძელებდნენ.

აქციის მონაწილეები აღიარებენ, რომ ქვანახშირს ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ, თუმცა აცხადებენ, სხვა გზა არ აქვთ, რადგან ამ შემოსავლით ოჯახებს არჩენენ.

,,ოჯახები, გვყავს შვილები და გვაქვს ბანკის ვალები, ამიტომ ნახშირს მოვიპოვებდით და ახალქალაქში გადაგვქონდა გასაყიდად”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ იაგო ლომთაძემ.

მათი თქმით, კონტროლი ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამკაცრდა. ისინი კუთვნილი ავტომობილების დაბრუნებას მოითხოვენ.

მათი თქმით, ავტომობილებზე არსებული მასალა აალებადია და არსებობს ავტომობილების დაწვის საფრთხე, რომელიც განვადებით ყავთ შეძენილი. აქციის მონაწილეები მადნის ნოპოვების უფლებას მოითხოვენ და განმარტავენ, რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა