ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი შეწყდა
ტყიბულში მეშახტეთა პროტესტი შეწყდა. კომპანია “საქნახშირის“ ინფორმაციით, სამუშაო პროცესი სრულად აღდგა.
მათივე თქმით, ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრებზე განიხილავენ.
"საწარმოს მუშაობა და საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრები მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაწერილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. შეხვერების პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის", - წერია განცხადებაში.
მეშახტეთა ნაწილი 3 ივლისს გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა