|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტყიბულში მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი გაიხსნა

ტყიბულში მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალი  გაიხსნა.

6 მეტრის სიმაღლის მემორიალური ნაგებობა ქალაქის შემოსასვლელში დაიდგა. 

მემორიალი 8 ნოემბერს იმერეთის  ვიცე-გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რობიზონ გვენეტაძემ და საქნახშირის გენერალურმა დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა, გახსნეს.

ობიექტის მშენებლობის იდეა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს ეკუთვნის.

"ეს ნიშნავს რომ ჩვენ გარდაცვლილი მეშახტეები გვახსოვს და მათ სულებს პატივს მივაგებთ"- განაცხადა რობიზონ გვენეტაძემ.

 

მემორიალის ზედა ნაწილში სიმბოლურად  მეშახტის ლამპიონია მოთავსებული. ნამუშევრის ესკიზი ამირან ხონელიძეს ეკუთვნის, პროექტის ავტორი კი ამირან ქოჩიაშვილია.

საგანგაშოა ტყიბულის შახტაში გარდაცვლილ ადამიანთა სტატისტიკა.  მიმდინარე წელს ტყიბულის შახტაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა.

 

წყარო: info ტყიბული 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა