|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„უ(რ)ბანული ხელოვნება“ მოსახლოების ჩართულობით

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ავტომშენებლის N7 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, განხორციელდება პროექტი „უ(რ)ბანული ხელოვნება“, რომელიც ითვალისწინებს ავტოქარხანის დასახლებაში მცხოვრები ხელოვანების შემოქმედების გაცნობას ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის.

პროექტის საყოველთაო ხასიათს განაპირობებს მასში მოსახლეობისა და დამსწრე საზოგადოების მონაწილის სტატუსით ჩართვა. რის ფარგლებშიც შემოქმედებითი სანახაობის პარალელურად გაიმართება ზემოთ აღნიშნული სკვერის დასუფთავების აქცია, რომლის მთავარი მონაწილეც სწორედ უბნის მკვიდრნი იქნებიან.

მოქალაქეების ჩართულობით წარიმართება გამოფენის საორგანიზაციო საქმიანობაც. პროექტი, რომელიც მხატვრების, მუსიკოსებისა და პოეტების შემოქმედების სინთეზურად წარმოჩენის მცდელობაა, განხორციელდება ღია ცის ქვეშ და მასზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების მხარდამჭერია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა