|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ჩემი მთავარი მიზანია, გავხდე მსოფლიო ჩემპიონი"

23 წლის გოგა გელაშვილი ქუთაისელი მოკრივეა, ის ორი წელია აშშში იმყოფება და უკვე დიდ წარმატებას მიაღწიაამ დრომდე მან აშშში სამი პროფესიული ჩხუბი გამარჯვებით ჩაატარა, აქედან ორი ნოკაუტით. გოგა ახლა, "showtime"-ის შოუზე გასასვლელად ემზადება, სადაც 2 ქამრის მფლობელს შეხვდება. შოუ 15 აპრილს  ნიუიორკში გაიმართება. "ნიუპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდა მოკრივესთან, რომელსაც  მსოფლიოს ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ.

- გვიამბეთ თქვენს შესახებ რა გაკავშირებთ ქუთაისთან? 

-ტკბილი თუ მწარე მოგონებები,  ყველაფერი ამ პატარა ქალაქთან მაკავშირებს, დავიბადე  და გავიზარდე ქუთაისში. მთელი ჩემი ბავშვობა აქ გავატარე, შესაბამისად, ისე შევეჩვიე   ქუთაისს, ქალაქს, სადაც  საღამოს რვა საათის შემდეგ  არაფერი   ხდება, სხვაგან  ცხოვრება არც მიფიქრია. მქონდა ისეთი ბავშვობა, როგორიც 90–იან წლებში  იყო. ვჩხუბობდით  ჯგუფებათ, ერთი უბანი მეორე უბანს ვეჩხუბებოოდით, კლასი კლასს და ეს იყო ჩვენი ცხოვრების მთავარი არსი იმ დროისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიური კრიზისი და გამოუვალი მდგომარეობა არცერთს გვქონდა, მაინც ვიპარავდით ჯართს, ბოთლებს და   ვაბარებდით. შეგროვილი თანხით,  „ბაბოლს“ ვყიდულობდით. დავამთავრე  კერძო სკოლა, პირველიდან 9 კლასამდე კარგი მოსწავლე  ვიყავი, მერე  სპორტში აქტიურად დავიწყე სიარული, რაც სწავლაზეც აისახა.

-  რამ განაპირობა სპორტის ამ სახეობის არჩევა?

– როცა გარეთ ვთამაშობდი, უფროსმა მეგობრებმა მითხრეს, კრივის ვარჯიშზე მივდივართ და  წამოგვყევიო. სიმართლე გითხრათ, მე ეზოში თამაში მირჩევნოდა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე და წავყევი. ვარჯიში ძალიან მომეწონა და იმდენად დიდი სურვილი გამიჩნდა, გადავწყვიტე შევსულიყავი. აი, ამის შემდეგ "მოვიწამლე" კრივით.

-რა არის მთავარი სპორტის ამ სახეობაში ? რა უნარი უნდა გქონდეს, რომ წარმატებული გახდე? და საერთოდრა არის მთავარი წარმატებისთვის?  

-მთავარი და მნიშვნელოვანია,  სწრაფად  ფიქრის  და ანალიზის უნარი გქონდეს, ასევე სწრაფი მოქმედების. კარგად გააზრებული უნდა გქონდეს თითოეული დეტალი, თორემ  შეიძლება ანკესს წამოეგო( ვგულიხმობ, ნოგდაუნს, ან ნოკაუტს). ასევე აუცილებელია ფიზიკური მომზადებაც. როცა, ორგანიზმი შენ ფიქრებს მიყვება, რინგზე ეს აუცილებელია გამარჯვებისთვის. წარმატებული, რომ გახდე უნდა შეგეძლოს მოთმინება, შრომისმოყვარეობა და უნდა გქონდეს ტალანტი. წარმატებისთვის მთავარია იღბალი და საჭირო მომენტში საჭირო ადგილას ყონა. თუ  შენი ფიქრები მუდამ მწვერვალისკენაა მიმართული, აუცილებლად გაგიმართლებს.

-60-მდე ბრძოლა გაქვთ  მოგებული, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახოვრებელი?                                         

ვერცერთ გამოვყობ ცალკე,  ყველა ბრძოლა მოგებული, თუ წაგებული,  დასამახსოვრებელია  და მნიშვნელოვანია ჩემთვის. 

- რას უკავშირებთ  თქვენს წარმატებას ? 

–ალბათ იმას, რომ მაქვს  ტალანტი და არც გონებას ვუჩივი. ვარ შრომისმოყვარე, საჭირო დროს, შემიძლია ფსიქოლოგიური განტვირთვა  გავაკეტო, რაც ძალიან მეხმარება კონცეტრაციაში. ვარ მუდამ მიზნისკენ მიმართული და ამ ყველაფერს წარმატებისკენ ნელ–ნელა მივყავარ. 

-რა პრობლემებთან გიწევს გამკლავება საკუთარი მიზნების მისაღწევად?                                                                          

– ყველაზე დიდი პრობლემა ჩემთვის ემიგრაციაში ყოფნაა. მენატრება საყვარელ ადამიანებთან ურეთიერთობა, თუნდაც მათთან ერთად “პიკნიკზე” სიარული. 

- როგორ მოხვდი ამერიკაშიროგორია დამოკიდებულება  სპორტის ამ სახეობის მიმართ მანდ ?

- ამერიკაში ტურისტული ვიზით მოვხვდი. სულ მინდოდა მენახა ამერიკა, აქაური ცხოვრება, მინდოდა გამოვსულიყავი დიდი არენის წინ. ასე რომ, მოვინდომე, ჩამოვედი და წარმატებასაც მივაღწიე. აქ არავინ მყავდა  შორეული ნაცნობების გარდა. თავდაპირველად გამიჭირდა, მაგრამ მოვინდომე და ყველა გასაჭირი დავძლიე ჩემი მიზნის მისაღწევად. ამერიკა კრივის ქვეყანაა. ამ სპორტის პოპულარიზაციაში აქტიურად არიან ჩართული. ძალიან დიდი დაფასება და მხარდაჭერაა სპორტსმენების მიმართ. 

-ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ , „რომ არა ამერიკა, კრივს თავს დავანებებდიო“, რატომ                                                                                                                                    

– საქართველოში კრივს თავს დავანებებდი, რადგან საქართველო და ბევრი ქვეყანა ისეთ დონეზე არ არის განვითარებული, რომ შეიძლება სპორტი პროფესიად აქციოს. ამერიკა კი სწორედ ის ქვეყანაა, სადაც დიდი სპორტი იგივე დიდი ბიზნესია, აქ შეიძლება ისეთი კომფორტული საცხოვრებელი რესურსის შექმნა, როგორიც ყველა ადამიანისთვის საოცნებოა. საქართველოში კრივს თავს დავანებებდი და ვისწავლიდი. ჩვენს ქვეყანაში დიდი ყურადგება და ბიუჯეტი, ჭიდაობაში, რაგბში, კალათბურთსა და  ფეხბურთში იდება. კრივის ფედერაციაში ახლახანს ცვლილებები განხორციელდა, რაც დადებითად აისახა სპორტსმენებზეც. 

-რა უნდა  შეიცვალოსსაქართველოში  რომ დაბრუნდე  და გააგრძელო შენი კარიერული წინსვლა ?

– საქართველოში კარიერის გაგრძელებას აღარ ვფქრობ, მირჩევნია აქედან ვასახელო ჩემი ქვეყანა.  

-და ბოლოს, რას იტყვით სამომავლო  გეგმების შესახებ?                  

–მომავალში ძალიან სერიოზული ბრძოლები მელოდება და მთავარი მიზანი მათი მოგებაა. ჩემი გუნდელები მსოფლიო ჩემპიონობას მიწინასწარმეტყველებენ. ჩემი მთავარი მიზანია, გავხდე მსოფლიო ჩემპიონი.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა