|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უახლოესი დღეების მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

10 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს, მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 

 11 სექტემბერს დღის ბოლოდან 13 სექტემბრამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 12 სექტემბერს +21, +26 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 სექტემბერიდან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც +24, +29 გრადუსამდე დათბება.  

თბილისში 10-11 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. 12 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის  ფარგლებში დაფიქსირდება.

13-16 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი ამინდია მოსალოდნელი. სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ავტორი: ნიუპრესი