უბედური შემთხვევის შედეგად ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა
უბედური შემთხვევის შედეგად ბიზნესმენი ილია კოკაია დაიღუპა. მისი ცხედარი მთიდან უკვე ჩამოასვენეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბიზნესმენი მეგობარ ლევან მუშკუდიანთან ერთად მწვერვალ დედაენის დასალაშქრად მიდიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა, თავი დაარტყა და ადგილზე დაიღუპა.
განგაშის სიგნალი გუდაურის სამაშველო სამსახურში ლევან მუშკუდიანისგან შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო ეკიპაჟი გაემართა.
ილია კოკაია ცნობილი ბიზნესმენია. ის ფლობს სასტუმროების ქსელს გუდაურში, ფეროშენადნობთა ქარხნის წილს და ასევე იყო საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის მფლობელი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა