|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უბისაში საავტომობილო გზის იმ ობიექტზე, სადაც კონსტრუქციის ნგრევა მოხდა, მშენებლობა შეჩერდა

უბისაში საავტომობილო გზის მშენებლობის იმ ობიექტზე, სადაც კონსტრუქციის ნგრევა მოხდა, შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით მუშაობა შეჩერდა.

შრომის ინსპექციის თანამშრომლები ადგილზე შესწავლით სამუშაოებს ამ წუთებშიც ატარებენ. შრომის ინსპექტორის ირაკლი იობიძის თქმით, ობიექტზე შეზღუდვა მოკვლევის დასრულებამდე გაგრძელდება. მისი განცხადებით, რა სახის დარღვევები იყო ადგილზე ამ დროისთვის ვერ საუბრობენ.

"დაუყოვლებლივ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვესწავლა აღნიშნული შემთხვევა. მოხდა უბედური შემთხვევა, რაც ვიცით. მიმდინარეობს მოკვლევა, ვიდრე სამუშაო პროცესი არ დასრულდება, აღნიშნულ ობიექტზე მუშაობა შეჩერებულია. ჩამოიშალა ანგარი, რამ გამოიწვია და იყო თუ არა დარღვევები, ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ. მოკვლევას გარკვეული დრო ჭირდება და აღმოფხვრამდე სამუშაოები არ განახლდება "-განაცხადა ირაკლი იობიძემ.

რკინის საამქრო გუშინ ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა