|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების იზოლაციის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას.  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.

ხოლო ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდ სასტუმროებში მათ განათავსებს. 

მისივე თქმით, ასევე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოვიდვაქცინაციის უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს.

 

ავტორი: ნიუპრესი