|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უცხოელ სტუდენტებთან ერთად 2500 კმ ავტომობილით, ხოლო 400 ფეხით გავიარეთ"

ქუთაისში ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ჯულაყიძემ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე ჯულაყიძემ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენელ სტუდენტებთან ერთად ჩატარებული ეკოლოგიური ექსპედიციის შესახებ ისაუბრა.

ჯულაყიძის თქმით,  სტუდენტები ექსპედიციით საკმაოდ კმაყოფილი დარჩნენ და მათი მხრიდან ინტერესიც საკმაოდ დიდი იყო.


„28 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, გერმანულენოვან სტუდენტებთან ერთად საქართველოში ეკოლოგიური ექსპედიცია მოვაწყვეთ. ვიმოგზაურეთ იმერეთში, აჭარაში, სვანეთში, ყაზბეგში, ხევსა და ქართლში. ექსპედიციაში ავსტრიის, შვეიცარიისა და გერმანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათთან ერთად 2500 კმ-მდე მანძილი მანქანით გავიარეთ 400 მდე კი ფეხით“, - განაცხადა ჯულაყიძემ. 

ეკოლოგიური ექსპედიციის პრეზენტაცია ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა