|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უფრო მეტად მხარჯველი ტურისტები გვინდა" -მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისში ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ხვდება

უფრო მეტად მხარჯველი ტურისტები გვინდა - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ამის შესახებ მან ქუთაისში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ტურიზმის განვითარების სტრატეგიის თანახმად, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს უნდა შეადგენდეს. გავზარდოთ საშუალო დახაზარჯი ერთ ტურისტზე და ის 600 დოლარი უნდა გახდეს, რაც ნიშნავს მეტ მომსახურებას და ხანგრძლივობის გაზრდას. ახლა ტურიზმის საქართველოში დარჩენის საშუალო ხანმგრძლივობა 4, 2 ღამე, რაც უნდა გაიზარდოს 5 დღემდე. 2025 წელს 11 მილიონ ტურისტს უნდა ვუმასპინძლოთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ერთ-ერთ მიმართულებაზე, რომელსაც "საქმიანი ტურიზმი" ქვია.  ქვრივიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე ძვირადღირებული სფერო, რისი განვითარებაც სასურველია.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ სფეროში შემოსავლების ზრდა ახალი ბაზრების ათვისებასთანაცაა დაკავშირებული.  მისი თქმით, მხოლოდ მეზობელი ქვეყნებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სტატისტიკის  თანახმად კი ყველაზე მხარჯველი ტურისტები არიან ევროკავშირის, ასევე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, კორეა.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი, მხარისა და ქალაქის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა